კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

არ ჩანს, მაგრამ, სადღაც, ახლოს

სიხარული უნდა იყოს;

არ იქნება, არ მომნახოს,

გულის კარი არ გამიღოს;

არ იქნება, ჩვენი ძველი

შეხვედრები დაივიწყოს,

თუ ვახსოვარ მაშინდელი,

ახლანდელიც უნდა მიცნოს;

უნდა მიგრძნოს, სადაც არის

და გამოჰყვეს ბილიკს ვიწროს,

წამით მაინც, ერთი წამით

დამავიწყოს დარდი, ვინძლო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

მსგავსი თემები