პატარა სიხარულებო, მადლობა! დიდი მადლობა! თქვენ რომ მადლობა არ გითხრათ, იქნება უსამართლობა. ვეღარ შემაცდენთ, მშვიდობით! ნელ-ნელა აგიხირდებით და აღარ შეგიშინდებით. აღმოსავლეთისაკენ კი - თქვენ წადით, სხვები მონახეთ, სხვებს დაუყარეთ საკენკი. სიხარულების მანია, მე კი გზა დამითმია და ხელები დამიბანია. უდედოფლო და უმეფო, პატარა სიხარულებო, პატარა სიხარულებო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |