მზე პერანგში მესიზმრება, თვალს ვახელ და ვეძებ ჩეროს, - ჩემს ქვითინს და შენს სიმღერას ცა ეხსნება, ჩანგო ჩემო!
თავს ვერ ავწევთ ალბათ ზემოთ, - ჩემს სიკვდილს და შენს სიცოცხლეს გაუმარჯოს, რწმენავ ჩემო!
შენს შუბს უნდა ჩამოვეგო, - ჩემს სანთლებს და შენს ვარსკვლავებს დღეგრძელი დღე, ცაო ჩემო!
ღვარძლმა ჯოხით უნდა მცემოს, - ჩემს ჩასვლას და შენს ამოსვლას ვესალმები, ხავსო ჩემო!
შუქით ვაფრთხობ კერპს და დემონს, - ვკვდები, მაგრამ მაინც გიცავ, საქართველო, ხატო ჩემო!
სული სევდით უნდა ვგვემო, - ჩემს წასვლას და შენს დარჩენას გაუმარჯოს, წიგნო ჩემო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |