I გიორგობის თვეში ნუნუა წვიმს ჩვენში, გალეშილი ოჩოკოჩი დაჩინდრიკობს ტყეში, გარბიან და გამორბიან გზები ალთაბალთას და ღლაბუცობს ოჩოკოჩი ოქროსთმიან ალთან.
დოლ-გარმონით აფიცხებენ მაჭახელა სიმღერებს.
მო, შურთხივით ამიფრინე მოკრიახე სიმღერა.
გადიდებულ სურათიდან ჩუმად გადმოგვცქერიან…
გაიხსენე სახლიკაცთა ომში წასვლის დღე…
გულს გაუდის რეჩხი, გინდ ყოფილხარ იმერეთში, გინდა - სამოთხეში.
იმ დღეს ღვინო მოიწყურა ნაღვლიანმა გლეხკაცმა, მერე არღანს ეკურკურა და ცხენივით შეკაზმა,
იქეიფა, მოიოხრა გული მოსაოხები.
აჭახჭახა, აზლუქუნა, აღრიალა არღანი…
თავის წილი სიხარული იმ ორ დღეში დახარჯა.
სიმინდს ფეხზე აყენებდა, წამოჩოქილს ქარისგან.
ალბათ ტანი თუ უგრძნობდა, ვეღარ დაბრუნდებოდა… ***** ეჰ, არღანო, ახლა ვხვდები, თურმე რანაირი ხარ, ეს რა მოგდის, შე ბებერო, მღერიხარ თუ ტირიხარ? ***** გიორგობის თვეში გულს გაუდის რეჩხი, გინდ ჩასულხარ იმერეთში, გინდა - სამოთხეში… |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |