კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ქართლ-კახეთ-ხესვურ-იმერი,

თუშ-ფშაველ-მეგრელ-გურული,

მთლად საქართველო მოყრილა,

ერთად ძგერს ერის აქ გული…

ყველა მილოცავს სიბერეს,

ჩემზე ლესავენ ენასა,

სიტყვით ლამაზით, კაზმულით,

სცდიან ჩემ გამოჩენასა!

მე კი რა მეთქმის, რაღა ვთქვა,

რა დამრჩა მოსალოცავი,

ერთი რამ, მხოლოდ ერთი რამ,

ის არის კარგი და ავი.

ეს არის ჩვენი აქ მოყრა,

ეს კრება შეერთებული,

საერთო გრძნობა და ძმობა

ერთბაშად გაღვიძებული.

"ერთი წავა და სხვა მოვა

ტურფასა საბაღნაროსა”

მაგრამ რაღა სჯობს ამ გრძნობას

საერთოს, სანეტაროსა!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაფიელ ერისთავი  • • •   რაფიელ ერისთავის პოეზია

მსგავსი თემები