თრიალეთის ტყეში, როცა დღეა მშვიდი, - თევდორეე!… - თევდორეე!… ტირის ერთი ჩიტი. განა მართლა ჩიტუნაა, სული არის სამოთხისა, - სულო, სულო, სულეთიდან რა განგებამ გამოგხიზნა.
თეთრი ირმის ძუძუს წოვდა და ალგეთსი კალმახობდა. ყელს ეკიდა ქრისტეს ჯვარი-გამგებელი საუფლოთა, წმიდა იყო, სათნო იყო, ცაში ღმერთთან საუბრობდა.
ჩტები რომ ეხვეოდნენ, თურმე იყვნენ ანგელოსნი.
ვინ მოკვდება მამულისთვის ანდა კიდევ უფლისათვის.
და ჭკვიანი ხარებივით ებმებოდნენ უღელშიაც.
ტორებს ცემდა…ჭიხვინებდა,მთიდან გადარბოდა მთაში.
თრიალეთთან მტერი მოდგა…დიდმა მთებმა იწყეს დრეკა…
ქართულ ჯვარს, - ქვეყნის ოთხივ მხარეს, როგორც იატაგანი, სხეპს თურქული მთვარე.
ჩალმოსანთა მწკრივები ჰგავს სიკვდილის წერილს.
და სიკვდილის ეტრატივით იგრაგნება ქართლი.
ფარჩეულად გაიტანენ ისპაჰანს თუ მისერეთს…
მესიის სურვილი ამხდარი, ღვთის სახლი, სათნო სახლი დამეხილი, წაქცეული, დაქცეული საყდარი. მამაო, გალობა ხარ შეწყვეტილი, მამაო, სანთელი ხარ დამწვარი, მამაო, ცეცხლი იყავ სვე–კეთილი, ახლა ხარ ნაცარი… ლოცვა ხარ ბაგეზე შეყინული, ნახევრად სიზმარი…არაკი… ლომი ხარ ქართველობას შეწირული და კრავი-ქრისტეტს ზვარაკი.
თუ რიჟრაჟმა იფეთქა ანაფორის ღამიდან. - ოსანა! - ოსანა! მოდგნენ ანგელოსები, ანაფორის ნაკუწები მიაქვთ ავგაროზებად. გალობაში შეგახვიეს და შეგმოსეს ლეგენდებით, თუ გაჭირდა მტერს და ორგულს ლეგენდითაც ვეკვეთებით, შენი ჯვარი, ოქროს ჯვარი, როგორც ხახიზნული ჩიტი, როგორც სული, შენი სული–ფერად გასისხლული შინდი, გამოება ენად ზარებს,საყდრის დამუნჯებულ ზარებს. და მზე უძღვის ჩალისფერი ქართლის გამარჯვებულ ჯარებს.
- თევდორეე!… ეს რა ძალამ გასულდიდა, მომავალი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს წარსულიდან. - თევდორეე!… - თევდორეე!… შენისთანა მეკვლე გვინდა, შენი ერთი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს ლეგენდიდან.
ცაში ელვით იწერება შენი ეფიტაფია. |