თვალს ლულავ და ღაწვს გიბურავს მელნისფერი წამწამთ ჩერო. - და შენ ძალგიძს, მაგ ღიმილით შენს წინ ღმერთიც შეაჩერო, და ცეცხლს გული გაუყინო, ენა მისცე თვით სიჩუმეს, მაგრამ არ კი მოუსმინო!.. ლალის ჯაჭვით გადანაბამს და მაგ წუთში ჰქმნი და ამსხვრევ თვით დასასრულს და დასაბამს!.. თხელ მარმაშის ფარდა ჰფარავს - და ეგ ფარდა რაღაც ჯადოს მკეთრი ელვით დაუბზარავს. როგორ გიმკობს გულის კარებს! - ბრწყინავს, ბრწყინავს ოქროს ჯვარი და ორ გუმბათს გიელვარებს!.. ჯადოსნური ფარდა ჰფარავს, და მის ღელვა, წარსაწყმედად ათი ათას გულს იპარავს!.. ტაძარია შეცოდების, შიგ ცდუნება ბუდობს მავნე და კანდელი ბრწყინავს ვნების - და სატანა ათასგვარი მაშ მაგ არარწმენის ტაძარს რათ ამშვენებს რწმენის ჯვარი?! ისე როგორ შეისყიდა, რომ მის ჯვარი - ბოროტების სამრეკლოზე ჩამოჰკიდა?!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |